გაკვეთილის გეგმა

   საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
პედაგოგი
ნანა ბეკოშვილი
კლასი
მე-7
მოსწავლეთა რაოდენობა
32
გაკვეთილის თემა
,,თორნიკე ერისთავი“ მთავარი გმირის დახასიათება
მიზანი
მოსწავლეებმა შეძლონ მთავარი მოქმედი გმირის ღირსებებეზე და ღირებულებებზე საუბარი.
საპრეზენტაციო უნარის განვითარება
მსჯელობის უნარის განვითარება
საკლასო მენეჯმენტი
1)საორგანიზაციო საკითხები (სიის ამოკითხვა და ჟურნალის მოწესრიგება) - 2 წთ
2)მოსწავლეთა განწყობის შექმნა -3 წთ
3)შემდეგ მასწავლებელი გადადის სახელმძღვანელოში მოცემულ შემაჯამებელ კითხვებზე. კითხვებზე პასუხში მთელი კლასი მონაწილეობს. მოსწავლეები იხსენებენ მთლიან პოემას -10 წთ
4)ჯგუფებად დაყოფა და დავალებების მიცემა თითოეული ჯგუფისათვის- 3 წთ
5)დავალებაზე მუშაობისათვის განკუთვნილი დრო- 10 წთ
6)პრეზენტაცია : თითოეული ჯგუფიდან ერთ-ერთი მოსწავლე კითხულობს ერთ ან ორ აბზაციან ტექტს, სადაც წარმოჩენილი იქნება გმირის თვისებები და ხასიათი ტექსტზე დაყრდნობით.-10 წთ
7) მასწავლებლის სიტყვიერი კომენტარი თითოეულ შესრულებულ დავალებაზე , დავალებების შეფასება და დავალების შესრულების პროცესში აქტიურად ჩართული მოსწავლეების წარმოჩენა-5 წთ
8)საშინაო წერითი დავალების მიცემა- 2 წთ.
შედეგი

4.მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობიმიღება.
ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, მოიძიებს ინფორმაციას, შეიმუშავებს თვალსაზრისს
გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში, ითვალისწინებს და გამოხატავს მათს საერთო აზრს.
საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას.

გამოყენებული რესურსები
სასკოლო სახელმძღვანელო
რვეულები
შეფასება
განმსაზღვრელი

No comments:

Post a Comment