პროექტი

1. პროექტის სახელწოდება:  მცხეთობა- სვეტიცხოვლობა

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მცხეთის და სვეტიცხოვლის აგების შესახებ ისტორიული ცნობებისა და მასალების წარმოდგენა.

3. პროექტის აქტუალობა: იცნობდნენ თავიანთი კუთხის ისტორიასა და ღირსშესანიშნაობებს. უამრავი ტურისტი სტუმრობს მცხეთას და ეცნობიან მის კულტურულ ნაგებობებს, ტაძრებს. პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მომავალში გიდის როლი გასწიონ თავიანთი ასაკის სტუმრებთან, რომლებიც მცხეთით დაინტერესდებიან.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა წარმოადგინონ ცნობები და მასალები მცხეთის დაარსების და მისი ღირებულებების შესახებ, გაეცნონ სვეტიცხოვლის აგების ისტორიას. მცხეთა გაიცნონ უფრო ღრმად და იამაყონ იმით, რომ ამ პატარა ქალაქს ამხელა ისტორია აქვს.

5. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი

6. ვადები /ხანგრძლივობა: 1 თვე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სლაიდები, ლექსები, სიმღერები, ბროშურები.  
ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ისმენს სასაუბრო ტექსტებს (მაგალითად, მოწვეული პიროვნებების მეტყველებას, საინფორმაციო თუ სარეკლამო ტექსტს) და ამოიცნობს იმ დამარწმუნებელ საშუალებებს (მაგალითად, არგუმენტაციის სიძლიერე, სათანადო მაგალითებ, ლირიკულ გადახვევა, ფიგურალურ გამონათქვამებ, ემოციურ ფონ და სხვ.), რომლებიც განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს აუდიტორიაზე;
·         ამოიცნობს და მეტყველებისას იყენებს იმგვარ მინიშნებებს, როგორებიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის სიმაღლე (ხმის აწევ-დაწევა), ან საუბრის სიჩქარე, რათა მოამზადოს აუდიტორია ახალი და მნიშვნელოვანი აზრის გასაცნობად;
·         აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციებში იყენებს დამხმარე (ვიზუალურ, ელექტრონულ, მუსიკალურ და ა. შ.) მასალას;
·         აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ხერხს (მაგ. იუმორს, ანეკდოტებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ემოციურ მეტყველებას და სხვ.). 

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი და პროექტორი, ინტერნეტი, კალამი, რვეული, ისტორიული წყაროები, ლექსების კრებულები, საკრავი ინსტრუმენტი (გიტარა, პიანინო, ჩონგური), ფერადი ქაღალდები, პრინტერი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები  თვითონ მოიძიებენ ისტორიულ ცნობებს, ნაწილი მოსწავლეებისა მცხეთაზე და სვეტიცხოველზე დაწერილ ლექსებს მოიძიებენ, ნაწილიც სიმღერებს და შემდეგ ერთად გააფორმებენ მუსიკალურად ამ პროექტს. ინგლისური ენის მასწავლებლის დახმარებით შექმნიან მცირე ზომის ბროშურებს, სადაც ინფორმაცია იქნება ამობეჭდილი ინგლისურ ენაზე. ამ ბროშურებს სპონტანურად დაარიგებენ მაშინ, როცა ერთ დღეს სვეტიცხოვლის წინ გამართავენ ღონისძიებას. ღონისძიებაზე შესაძლოა მოიწვიონ სტუმრებიც შესაბამისი მოსაწვევებით, რომლებსაც თვითონვე დაამზადებენ და იქნება სიმბოლური( სვეტიცხოვლის სურათი, ან მცხეთის და მისი შემოგარენის სურათი)

10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტს კავშირი აქვს არა მხოლოდ ქართულ ენასთან და ლიტერატურასთან, არამედ ისტორიასთანაც და გეოგრაფიასთანაც. ამ პროექტში აუცილებლად ჩართულნი იქნებიან ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლები, რომლებიც დაეხმარებიან მოსწავლეებს მრავალფეროვანი ცნობების მოძიებაში.

11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნანა ბეკოშვილი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanananiko2015@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nanananiko2015.blogspot.com

No comments:

Post a Comment